გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის  გეგმ
გაკვეთილის  მთავარი  თემა
ნატურალური რიცხვებისა გამრავლება. გამრავლების თვისებები.
სწავლების  საფეხური (კლასი)
Vკლასი
მოსწავლეთა  პროფილი
აღნიშნულ  კლასში სწავლობს 6(ექვსიბავშვი.აქედან  4(გოგონაა  და  2() ვაჟი.
გაკვეთილის  მიზნები  და   შედეგები
●მოსწავლეებმა აღიდგინონ და გაიფართოვონ ცოდნა ნატურალური რიცხვეების გამრავლების შესახებ, გამრავლების ოპერაციის კავშირის შესახებ შეკრების ოპერაციასთან.
●მაგალითების საშუალებით გაიხსენონგამრავლების თვისებები.
●გამოიმუშაონ არითმეტიკული მოქმედებების შესრულების დროს ამ თვისებების გამოყენების უნარი.
●გაიწაფონ ამოცანების ამოხსნის კონტექსტის მიხედვით მის ამოსახსნელად  მოქმედებათა მიმდევრობის შერჩევისა და ამ მოქმედებების შესრულებაში.
●გაიღრმავონ განზოგადების უნარი, ზოგადი სახის დებულებების ჩამოყალიბების უნარი.
●განივითარონ ალგებრულ გამოსახულებებთან ოპერირების უნარი
წინასწარი  ცოდნა
●ნატურალური რიცხვების შეკრება.
●შეკრების თვისებები.
●ერთნიშნა რიცხვებზე გამრავლება.
შეფასების  საგანაი  და პროცედურები
შეფასების  რუბრიკა.
სასწავლო  მასალა  და  ტექნიკური  რესურსები
დაფა,ფერადი  ცარცები, ფურცლები, კომპიუტერი, პროექტორი, კომპიუტერული პროგრამა  WWW.cut-the-knot.org/pythagoras/index.shtaml
გაკვეთილის  მსვლელობა/საკლასო  მენეჯმენტი
გაკვეთილზე  შესვლისას  კითხვა-პასუხის  მეთოდით  ვადგენ მოსწავლეთა  ცოდნის  დონეს.(7 წთ.)
●მოსწავლეებს შევთავაზებ  ორ ამოცანას
- 5 გუნდია , თითოეულში 12 მოსწავლეა, სულ რამდენი მოსწავლეა?
- შეჯიბრებაში მონაწილეობს  6 გუნდი, თითოეულში 10 მოსწავლეა, რამდენი მოსწავლე მონაწილეობს შეჯიბრებაში?
და შევადარებინებ ამ ორი ამოცანის ამონახსნებს. ყურადღებას გავამახვილებინებ იმ ფაქტზე რომ თანამამრავლების გადანაცვლებით  ნამრავლი  არ იცვლება.ბოლოს კი შევთავაზებ გადანაცვლებადობის თვისების ასოით ჩანაწერს.
                      a*b=b*a
(7 წთ.)
●მოსწავლეებს მივცემ საშუალებას გაიხსენონ ერთის თვისება და ნულის თვისება.ჩავაწერინებ მათ თვისებებს ასოითი გამოსახულების სახით.
                  a*1=a                         1*a=a
                  a*0=0                        0*a=a
(7 წთ.)
მოსწავლეებს დავყოფ ორ ჯგუფად.ჯუფთბადობისა  და განრიგადობის თვისებების გასახსენებლად ჯგუფებისთვის გავყოფ დაფას ორ ნაწილად და დაუწერ მაგალითებს .

(6*8)*9=
(2*15)*6=
ფორმულა (a*b)*c=a*(b*c)
5(3+17)=
10(3+6)=
ფორმულა (a+b)*c=a*c+b*c

9*(8*6)=
15*(6*2)=



5*3+5*17=


10*3+10*6

(7 წთ.)
●გამრავლების თვისებების გამოყენებაში გაწაფვის მიზნით კლასს  მივცემ ამოცანებს საკლასო სავარჯიშოებიდან.          (5 წთ.)
●ვისარგებლებ  პროექტორით (კომპიუტერით) და excel-ის პროგრამის გამოყებით ვუჩვენებ შესაბამის მაგალითებს.    (5 წთ.)
●აქტივობის გაფართოების მიზნით მოსწავლებს მივცემ ასოითი გამოსახულებების შემცველ მაგალითებს. მოსწავლეები დააკავშირებენ შეკრებისა და გამრავლების ოპერაციებს ;გაეცნობიან, გაიხსენებენ გამრავლების თვისებებს და გაიწაფებიან გამოთვლებისას მათ გამოყენებაში. ასოითი გამოსახულებების მარტივი გარდაქმნებისას და  ამოცანების ამოხსნისას გაიღრმავებენ ცოდნას და განივითარებენ მისი გამოყენების უნარებს.
(5 წთ.)
მივცემთ   მითითებებს  მთელ   კლასს   საშინაო   დავალების   შესრულების  შესახებ .(2წთ)